ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ”

“თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ – შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, ვინაიდან ჩვენი პერსონალიც და ასევე სახელმწიფოც მზად არის ამ დაავადების მართვისთვის… რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა კორონავირუსთან მიმართებაში არ არსებობს მსოფლიოში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ეს ვაქცინა არ გაგვაჩნია. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი და ამ პროტოკოლის მიხედვით მოხდება ამ დაავადების მართვა”

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

შეგახსენებთ, ახალ კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით,  213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-მდე გაიზარდა. 1 500 ადამიანზე მეტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

იტვირთბა....