“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა და პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
“ახლა ვიმყოფები პოლიციის წინ და შევდივარვ გამოკითხვაზე, სადაც სავარაუდოდ ჩატარდება ექსპერტიზაც. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების რეაგირება. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები არიან ჩუღურეთიდან, არიან ბატონი ვოლსკის შტაბის წევრები და მასთან ივენთებზე ძალინ ხშირად შემჩნეული. აბსოლუტური რწმენა მაქვს, რომ ეს ხალხი არის გამოგზავნილი ბატონი ვოლსკის მიერ. ამის გარდა, ის პოლიტიკოსია და პასუხს აგებს. მე მოვითხოვ, რომ დაიკითხოს ბატონი ვოლსკი და სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მასზე, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების დამკვეთზე და დატოვოს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი.
ფეხებზე მკიდია ის სამი დაქირავებული კრიმინალი. ჩემთვის შედეგია მნიშვნელოვანი. არდასჯაც შედეგია და ამას ექნება თავისი პოლიტიკური ფასი. მოკლეთ და კონკრეტულად ხელისუფლებამ უნდა გადაიხადის ამ თავდასხმისთვის პოლიტიკური ფასი” – აცხადებს ნიკა გვარამია.
შეგახსენეთ, რომ გუშინ საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამი უცნობი პირი თავს დაესხა.
შსს-მ ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.