ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა” – გვარამია

საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, 2 უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

„მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, ისე გვერდიდან დამარტყა“, – განაცხადა გვარამიამ.

როგორც გვარამია განმარტავს, მას უცნობმა პირმა სახის არეში დაარტყა ხელი. გვარამიას თქმით, აღნიშნულს წინ სიტყვიერი დაპირისპირება არ უძღვოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ორი უცნობი პირი თავს დაესხა.

იტვირთბა....