ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა “ოცნებას” მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის მხარდაჭერით ისარგებლებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო  რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ორგანიზაცია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

„საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნების – საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.

იტვირთბა....