ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შედეგებს აფასებს

საქართველო, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, თურქეთი, მოლდოვა, სერბეთი და უკრაინა – ეს ის ქვეყნებია, რომელთა მონიტორინგის შედეგებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს.

ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს რიგ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც „წინააღმდეგობაში მოდის ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“. ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც:

„2020 წლისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების დანერგვის შეუსრულებლობა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო ინციდენტების გამოძიებისა და საარჩევნო კოდექსის დარღვევის არასათანადო გამოძიება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის მკაფიო და ერთიანი შერჩევის კრიტერიუმების ხარვეზები, საკუთარი დისკრეციის გადაჭარბებულად ვერგამოყენება, რომ მოეხდინა სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც, მათ შორის, დაგმობილია საქართველოს რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რუსეთის მიერ მცოცავი ანექსია და სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.

იტვირთბა....