ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

იტალიაში, კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამო 6 000 ადამიანს გემიდან არ უშვებენ

იტალიაში, ჩივიტავეკიას პორტში 6 000 ადამიანს გემიდან არ უშვებენ, მიზეზი ხომალდზე კორონავირუსის სავარაუდო დაფიქსირებაა.

იტალიური გამოცემა, „ანსას“ ინფორმაციით, ჰონგ კონგელი ცოლ-ქმარი საკრუიზო ხომალდის ჰოსპიტალში არიან იზოლირებული. გრიპის ზომიერი სიმპტომები მხოლოდ ქალს აღენიშნება, თუმცა უსაფრთხოების გამო მამაკაციც იზოლირებულია.

კორონავირუსის გამორიცხვის მიზნით, ექიმები ნიმუშების შედეგებს ელოდებიან, რომელიც რომში, სპალანძანის ჰოსპიტალში გაგზავნეს. პასუხები 30 იანვრის შუა დღემდე უნდა გაირკვეს. ჰონგ კონგელი წყვილი მილანის მალპენსას აეროპორტში 25 იანვარს ჩავიდნენ და სავონაში მიემგზავრებოდნენ. საკრუიზო ხომალდზე ჩინეთის 751 მოქალაქეა. „კოსტა სმერალდა“ ჩივიტავეკიას პორტამდე, მარსელში, ბარსელონასა და პალმა დე მალიორკაზე გაჩერდა.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს. 

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლოინფიცირებული 7 700-ს გადააჭარბა.

იტვირთბა....