ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ეს ფანტასტიკაა, ჩვენ ის მივიღეთ” – ავსტრალიელი მეცნიერი ამბობს, რომ კორონავირუსის ასლის შექმნით, ვაქცინის მიღება გაადვილდება

მელბურნის ინფექციისა და იმუნიტეტის ინსტიტუტის პროფესორები აცხადებენ, რომ მათ პირველად მსოფლიოში, სამეცნიერო ლაბორატორიაში კორონავირუსის ასლი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ABC ავრცელებს.

ინსტიტუტის თანამშრომლებმა უკვე გაუზიარეს თავიანთი აღმოჩენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ABC-ის ჟურნალისტები ზუსტად მაშინ იმყოფებოდნენ ინსტიტუტში, როდესაც მექცნიერებმა აღმოჩენა გააკეთეს.

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მაიკ კატონმა ჟურნალისტებთან თავად დაადასტურა ეს ინფორმაცია.

“ეს ფანტასტიკაა – ჩვენ ის მივიღეთ”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული მომენტი, რომ დავანახოთ საზოგადოებას, როგორ მუშაობს ვირუსი, რის შემდეგაც, გაადვილდება უშუალოდ საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება.

ამ დროისთვის, ავსტრალიელი პაციენტები კორონავირუსის პირველადი სიმპტომების შემდეგ, გადიან ტესტირებას საავადმყოფოში.

აღნიშნული ინსტიტუტის დამსახურებით, უკვე წინასწარ ხდება შესაძლებელი, 100%-იანი გარანტიით მივიღოთ პასუხი, ინფიცირებულია თუ არა ესა თუ ის პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნეს. ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, იუენ იუნგმა განაცხადა.

იუნგის თქმით, ვაქცინის ტესტირებას დიდი დრო დასჭირდება.

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა, მას დიდი დრო დასჭირდება ცხოველებზე გამოსაცდელად“, – განაცხადა იუენ იუნგმა, რომლის თქმითაც, ადამიანებზე ვაქცინის გამოსაცდელად, სულ მცირე, ერთი წელია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 5,974-მდე გაიზარდა.

 

იტვირთბა....