ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა

გამოცემა „როიტერსის” ინფორმაიით, ჩინეთში  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი – 5,974-მდე გაიზარდა

ჩინეთის ეროვნულმა ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა როადენობამ, ერთ დღეში 26-ით, დადასტურებული შემთხვევების კი – 1500-ით მოიმატა.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთს გარეთაც, მათ შორის გერმანიაში, სადაც ვირუსით უკვე ოთხი ადამიანია დაინფიცირებული.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია.

ახალ ვირუსთან საბრძოლველად, პირველ რიგში სწორედ უნდა ვიცოდეთ, თუ რა სიმპტომები აქვს კორონავირუსით დაავადებულს და რაც ყველაზე მთავარია, როგორ გადადის ის ადამიანიდან ადამიანზე.

რჩევები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებისაგან:

ხშირად დაიბანეთ ხელები

მაქსიმალურად შეეცადეთ დაფაროთ ცხვირი და პირი

ხელები შორს დაიჭირეთ თვალისგან ცხვირისგან და პირისგან

შორს დაიჭირეთ თავი ავადმყოფი ადამიანებისგან

დარჩით სახლში, როცა ხართ ცუდად

გამოიყენეთ ქირურგიული ნიღაბი

სიმპტომების შემთხვევაში, ტელეფონით დაუკავშირდით პირად ექიმს

იტვირთბა....