ახალი ამბები

“კონგრესმენების განცხადებები არის ოცნების მოღვაწეობის სამედიცინო დიაგნოზი”

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არ აქვს მნიშვნელობა, წარმომადგენელთა პალატის წევრები აკეთებენ თუ სენატორები განცხადებებს. ასეთი განრისხებული კომენტარები მოდის, განცხადებები, წერილები, რაც კიდევ უარესია, თავისი ლექსიკით, „ტვიტერზე“ მათი პატარა შეტყობინებები არის სრული კოშმარი საქართველოსთვის. გულწრფელად გეუბნებით, შეიძლება, ზოგიერთს წარმოდგენილი ჰქონდეს, რომ მეშვიდე ცაზე ვარ სიხარულით – არ ვარ. ჩემი სამშობლო ზიანდება, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესები ზიანდება. თუმცა, მეორე მხრივ, ის, რაც განაცხადა ბატონმა ოლსონმა და მანამდე როჯერ ვიკერმა და ადამ კიზინგერმა, ეს არის „ოცნების“ მოღვაწეობის სამედიცინო დიაგნოზი“

გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ვაშაძე ამერიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის განცხადებას გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ,  პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა.

იტვირთბა....