„მაქვს კითხვა: რა საერთო აქვთ “სეზამის ქუჩის” პერსონაჟ Oscar The Grouch-ს და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? რა აქვთ მათ საერთო? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც საკუთარ სახლს ანაგვიანებს”, – აღნიშნული განცხადება კონგრესმენმა, პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა ინვესტიციის განხორციელებას და დააზიანა ადამიანის ძირითადი უფლებები საქართველოში”, – თქვა ოლსონმა, რომელმაც კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს საქართველოში.