ჩინეთში ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი და კარანტინში იმყოფებიან, საკვებს რობოტი ურიგებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ჰანჯოუს სასტუმროშია გადაღებული. რობოტს „პატარა მიწის თხილი“ ჰქვია.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 5,974-მდე გაიზარდა.
Amid a novel #coronavirus outbreak, robots are deployed to deliver meals to travelers in isolation at a hotel in Hangzhou, China. #pneumonia pic.twitter.com/BgWZm4L1m6
— China Xinhua News (@XHNews) January 27, 2020