ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “პროოკატორი ხარ” – დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა და თინა ბოკუჩავას შორის

პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავასა და უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძიეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის შენობაში შემოშვებას მოყვა.

მამუკა მდინარაძემ ბოკუჩავას პროოკატორი უწოდა და მაჩალიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძემ ივანიშვილის მონა უწოდა.

პარლამენტში,  თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა.

როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილს სურს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

თბილისის პროკურატურამ გუშინ, 28 იანვარს განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

 

იტვირთბა....