ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დაპირისპირების შემდეგ, შეუძლოდ გახდა

პარლამენტში,  „ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა.

როგორც ცნობილია მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის საშვი თინა ბოკუჩავას დაშვებული ჰქონდა, თუმცა სამართალდამცავებმა საკანონმდებლო ორგანოში მაინც არ შეუშვეს.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი ითხოვდნენ, რომ საშუალება მიეცათ მათთვის პარლამენტში ესაუბრათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პროკურატურამ მიიღო.

დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე წუთში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომლებმაც  მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მათი თქმით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

მათივე განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

პროკურატურის სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....