ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მასხარა ხაბეიშვილის ჩვენების საფუძველზე, ყველა გამოძახებული ვიყავით” – ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მომხდარ ინციდენტში თავს დამნაშავედ არ თვლის.

მისი თქმით, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა აცხადებს, რომ დამნაშავე არ არის და მასხარა, ხაბეიშვილის ჩვენების საფუძველზე, საკრებულოს ყველა წევრი, რომელიც უშუალოდ ინციდენტთან არის კავშირში გამოძახებული იყო.

“როცა გადიოდა კორიდორში, სადაც მე ვიდექი, ის მე თავს დამესხა პირადად. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ამ მასხარის, ხაბეიშვილის ჩვენების საფუძველზე, ყველა გამოძახებული ვიყავით, მათ შორის მეც. ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება და ახსნა-განმარტება მივეცი და მოგვიწია ახსნა და ექსპერტიზაზე სიარული, თუ რა დაზიანება მივიღეთ. ეს არის მეათეხარისხოვანი. ორმაგი სტანდარტით არ უნდა იყო. ის, რაც მოხდა გარკვეული შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება, კიდევ ერთხელ მიუღებელია, მაგრამ ისევე, როგორც მიუღებელი უნდა იყოს ჩემზე თავდასხმა,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, 24 იანვარს, სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....