ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 56-ს მიაღწია.
დაავადებულია 2000-მდე ადამიანი, მათგან 300-ზე მეტის მდგომარეობა კი მძიმეა.
კორონავირუსით სავარაუდოდ კიდევ 2700-მდე ადამიანია დაავადებული, მაგრამ მათი დიაგნოზი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
ცოტა ხნის წინ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა კანადაშიც.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი, რომელიც სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.