ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კანადაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს

კანადაში ქალაქ უჰანიდან  გავრცელებული კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან დაბრუნდა.

არსებული ცნობით, ვირუსის მატარებელი 50 წლის კაცი ტორონტოში 22 იანვარს ჩავიდა. იგი საავადმყოფოში რესპირატორული ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღეს გადაიყვანეს.

ახლა იკვლევენ, თუ რამდენ პირთან ჰქონდა დაავადებულ მამაკაცს კონტაქტი ტორონტოში დაბრუნების შემდეგ. ამჟამად, მისი ოჯახის წევრები იზოლირებულები არიან.

კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

 

იტვირთბა....