თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიკოსთა ჯგუფი მუშაობს. ჯგუფი დისტანციური თერმომეტრის დახმარებით აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკრინინგს უტარებს.
ჯგუფმა უკვე შეამოწმა დოჰა-თბილისის რეისის მგზავრი ჩინეთი მოქალაქეები. მათგან კორონავირუსის სიმპტომები არცერთს არ აღმოაჩნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს სპეციალური ბუკლეტებიც ურიგდებათ, რომელზეც კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი რეკომენდაციებია დატანილი სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად.
შეგახსენებთ, თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან თბილისში სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე ვირუსის გამო სკოლები დაიხურება.