ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან თბილისში სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

არსებული ცნობით, ავიარეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძებებთან დაკავშირებით.

ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან.

კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე ვირუსის გამო სკოლები დაიხურება.

იტვირთბა....