ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდოელი სტუდენტები ვუჰანში საკვების მარაგის ამოწურვის საფრთხის წინაშე დგანან

55 ინდოელი სტუდენტი უკვე 3 დღეა, რაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან გასვლას ვერ ახერხებს, ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, სტუდენტთა ნაწილს ეშინია, რომ საკუთარი საცხოვრებელი ოთახი დატოვოს და არის საფრთხე, რომ მათ საკვების მარაგი ამოეწუროთ.

ერთ-ერთი სტუდენტი “სიენენთან” საუბრისას აცხადებს, რომ ინდოეთის საელჩომ მათ აცნობა, რომ ისინი ვუჰანში უსაფრთხოდ არიან, მაგრამ მათ ჯერ რაიმე სახის დახმარება არ მიუღიათ.

ვუჰანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერებულია და აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილება.

შეგახსენებთ, თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან თბილისში სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე ვირუსის გამო სკოლები დაიხურება.

იტვირთბა....