ჩინეთის დიდი კედლის რამდენიმე მონაკვეთი დამთვალიერებლებისთვის დაიხურება – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცრცელებენ, რადგან ამ გზით ახალი, კორონავირუსის გავრცელება აიცილონ თავიდან.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ახალ, კორონავირუსს ებრძვის.ბოლო მონაცეებით გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.
ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. დაიხურა მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
გამოცემა “გარდიანი” იუწყება, რომ ჩინეთის ქალაქ ხაოსში სერიოზული ქაოსია. 33 მილიონი ადამიანი ცდილობს გარკვევას თუ რა ხდება ქალაქში და არსებობს თუ არა მომაკვდინებელი ახალი კორონავირუსისგან განკურნების საშუალებები.