ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი – 830-ს მიაღწია

ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება „ძალიან ადრეა.“

შეგახსენებთ, გუშინ ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. დაიხურა მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

იტვირთბა....