“ჩინეთის ქალაქ ხაოსში სერიოზული ქაოსია. 33 მილიონი ადამიანი ცდილობს გარკვევას თუ რა ხდება ქალაქში და არსებობს თუ არა მომაკვდინებელი ახალი კორონავირუსისგან განკურნების საშუალებები. მოქალაქეებით გადაჭეიდლია პოლიკნინიკები და საავადმყოფოები”. – ამის შესახებ გამოცემა “გარდიანი” იუწყება.
ამ მომენტისთვის ხუბეის პროვინციის 10 ქალაქი არის ჩაკეტილი მანამ, სანამ არ გაირკვევა ვირუსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოებში ადგილები აღარაა და როგორც “გარდიანი” იუწყება უშუალოდ უხანში, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია 1000 საწოლზე ახალი საავადმყოფოს აშენებას ადგილობრივები 6 დღის განმავლობაში გეგმავენ.
ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალები, რომელშიც ასახულია, თუ რა ხდება ხუბეის პროვინციაში. როგორ მდგომარეობაში ხვდებიან ვირუსით ინფიცირებულები. (იხილეთ ქვევით).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში 106 ადამიანია დაღუპული და 3000-ზე მეტი ინფიცირებულია.