ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, უქმდება ყველა ავიარეისი უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით.
შეზღუდვის დაწესება უკავშირდება ახალ კორონავირუსს, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უკვე 17 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსის ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა ჰონგ კონგში, ერთი კი, ახლომდებარე ქალაქ მაკაოში.