“ჩვენ როგორც შეგვეძლო პასუხს ვცემდით მაქსიმალურად დელიკატურად, ამომწურავად, არგუმენტირებულად, როცა გადავიდა პირად შეურაცხყოფაზე… როცა პირად შეურაცხყოფაზე გადახვალ, მიიღებ ასეთს. ფარჩაკი დაუძახოს თავის ახლობლებს და პარტიის წევრებს”
ირაკლი ზარქუა – საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.
თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც.