“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას.განცხადებით, საპროკურორო საბჭოს სხდომა ფორმალურად მიმდინარეობს, რადგან ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ გახდება ახალი გენერალური პროკურორი
როგორც ბოკერია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი „თავის კლოუნებს უტიფრად გვაწვდის“.
“ეს არის საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფა. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ოპოზიციას არ მოსწონს ეს კანდიდატი, ან ბიძინა ივანიშვილის ერთგულია. ეს კაცი სკანდალებშია გახვეული. მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობით ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმე მიჩქმალეს. ივანიშვილი თავის კლოუნებს უტიფრად გვაწვდის,” – განაცხადა
დღეს საპროკურორო საბჭომ ახალი გენერალური პროკურორის შესარჩევის პროცედურა დაიწყო. საბჭოს წევრებმა 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და შემდეგ დასამტიცებლად უკვე პარლამენტს წარუდგინოს. კანდიდატებს შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც. დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრება.