ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენპროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების განხილვა დღეიდან იწყება

საპროკურორო საბჭო

საპროკურორო საბჭო დღეს პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც გენერალური პროკურორის თანადებობაზე წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცედურას დაიწყებს.

საპროკურორო საბჭოს პირველ შეკრებამდე კი  “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” თავმჯდომარემ გრიგოლ გაგნიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გამართულ პრესკონფერენციაზე გაგნიძემ კანდიდატურის მოხსნის მიზეზად განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ მისი შანსები შემცირდა.

შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს წევრებს 3 რჩეულის დასახელება 16 კანდიდატიდან მოუწევთ. საპროკურორო საბჭო დღეს პირველად იკრიბება და გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატების საქმეს განიხილავს. საბჭოს წევრებს გადაწყვეტილების მისაღებად და 3 კანდიდატის შესარჩევად ერთთვიანი ვადა აქვთ.

 

 

 

 

 

იტვირთბა....