ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულის გუგა ბარბაქაძის ადვოკატი სასჯელის შეცვლს ითხოვს

გუგა ბარბაქაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატი სასჯელის შეცვლას ითხოვს.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი აღნიშნავს,  გუგა ბარბაქაძემ ლევან დადუნაშვილს არასასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ამის არაერთი მტკიცებულებაც არსებობს.

ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით დაცვის მხარე ლევან დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე დავით სარალიძის ეპიზოდს ასაჩივრებს.

„მე ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას, რაც სამართლებრივად გულისხმობს იმას, რომ გუგა ბარბაქაძე  დადუნაშვილისთვის მიყენებული აქვს კონკრეტული ჭრილობა წელის არეში. ამას არც თავიდან უარვყოფდით. ამის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ ეს ჭრილობა არის მიყენებული და არა სასიკვდილო ჭრილობა. ამის დასამტკიცებლად ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, ფარული ჩანაწერი, რაც სარწმუნოდ მიაჩნია ბრალდების მხარეს“,- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატს მტკიცებულებად მოაქვს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც წერია, რომ “გუგა ბარბაქაძეს ნამდვილად მარჯვენა ხელის მეორე თითზე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მართლაც ხელი დანაზე ჰქონდა მოკიდებული“.

რაც შეეხება საქმეში მეორე მსჯავრდებულს, გიორგი ჯანაშიას, მას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.

იტვირთბა....