ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე აცხადებს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.
პროკურორმა, რომელმაც აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას, უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა, განამარტა, რომ ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. აღნიშნული მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.