aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იბაირამეთ, კანონი მალე მოგთხოვთ პასუხს” – გიგი უგულავა მოსამართლეებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ აეროპორტში დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი ინციტენტის ფაქტზე, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოძიების ვადა 27 თებერვლამდე გააგრძელა.

„მოსამართლე გიორგი კერატიშვილს ისე გაუგრძელებია 27 თებერვლამდე ვადა გამოძიებისთვის ჩვენ პოსტ ფაქტუმ გავიგეთ. ეგ არაფერი. არც უკითხავს, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. კამერის ჩანაწერები აეროპორტის კაფედან ამოიღეს, მაგრამ საქმეში ჩადების ნაცვლად პირდაპირ მოიპარეს, გააქრეს. აღარაფერს ვამბობ, რომ ამხელა ჩემპიონი კაცი ჩამიდეს. ყველა მოსამართლე ვინც აპრავებს ამ გამოძიებას, ჩემი პასპორტის ქურდობას, არის თანამონაწილე უკანონობის, იქნება ეს ბადრი შონია თუ გიორგი კერატიშვილი. მიდით მეგობრებო იბაირამეთ, კანონი მალე მოგთხოვთ პასუხს და მერე არ დაიწყოთ – მავალებდნენ“,- წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას 12 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

იტვირთბა....