მთავარი ციტატა

“ომბუდსმენის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები დაიცვას გავლენიანი პირებისგან, მათ შორის წულუკიანისგანაც”

“სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს. თუმცა, მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“

ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი

განაცხადა ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტზე

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

წულიკიანის განცხადებით, მას არ ახსოვს, რომ სახალხო დამცველს დაეცვა დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი, როცა მათ შეურაცხყოფას აყენებენ.

იტვირთბა....