ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ივანიშვილს სჭირდება გენპროკურორად ადამიანი, რომელიც 100%-ით იქნება კონტროლდაქვემდებარებული“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, „თვალის ასახვევად მაინც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნორმალური კანდიდატი  დანიშნოს“.

როგორც მელოამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი შოთაძის სახით მის ქვეშ დაქვემდებარებული გენპროკურორი სჭირდება.

„ეს არის „ქართულ ოცნებაში“ შიმშილის კადრები. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, თვალის ასახვევად მაინც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სხვა, ნორმალური კანდიდატი  დანიშნოს. შოთაძე ამოსვრილია ლაფში ბინძური საქმეების შესრულებისას. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება გენპროკურორად ადამიანი, რომელიც 100%-ით იქნება  კონტროლდაქვემდებარებული“,- აცხადებს ნიკა მელია.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.

იტვირთბა....