“გენპროკურორობის კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა, პასუხისმგებლობის აღება და ეს ყველაფერი წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე გააკეთოს”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერი
შეგახსნებთ, რომ გუშინ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე წარადგინეს