„ოქტომბერში დაიგეგმა აღნიშნული კვლევა. ჩვენ ვთხოვეთ, ამ გამოკვლევაში არ ყოფილიყო ჩართული „ლელო“. შემდგომ გამოკვლევაში „ლელო“ აუცილებლად იქნება. ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, დავრეგისტრირდით 22 დეკემბერს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ „ენდიაის“, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევებში, გაზაფხულზე აუცილებლად ვიქნებით ჩართულები.”
“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი – ბადრი ჯაფარიძე
“ციტატა”
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.
NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.