ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მათ ნამუსზე იყოს, თუ ნამუსი აქვთ NDI-ის თანამშრომლებს” – ადა მარშანია

“ჩვენ ან 3 %-ს გვიწერენ, ან 4%-ს. არასოდეს ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” წინ არ ვართ, ის კი არა, “ლეიბორისტები” არიან ჩვენს წინ. თქვენ თავად განსაჯეთ, ლამის ყოველ კვირა ჩვენ შეგვიძლია უამრავი ხალხმრავალი აქცია საქართველოს ნებისმიერ წერტილში გავმართოთ. იყოს მათ ნამუსზე, თუ ნამუსი აქვთ NDI-ის თანამშრომლებს.”

პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე – ადა მარშანია.

“ციტატა”

აღნიშნული განცხადებით, მარშანია  NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.

NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.

იტვირთბა....