“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევებს აფასებს და აცხადებს, რომ როდესაც მოსახლეობის 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითათ აფასებს ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი აღარ არსებობს. აღნიშნული განცხადება მელიამ “ტვ პირველზე” განაცხადა.
მისი თქმით, კვლევის ეს შედეგები ახსენებს შევარდნაძის ხელისუფლებას, სადაც ინსტიტუტების ნდობა როდესაც გარდაიცვალა, ხელისუფლებამაც დაკარგა მართვის სადავეები.
“როდესაც შენს მთავრობას უარყოფითად აფასებს მოსახლეობის 64% და არცერთი სამინისტრო არ არის, რომელიც პოზიტივში არის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობისთვის, ეს შედეგებით გაგახსენებს შევარდნაძის ხელისუფლებას, სადაც ინსტიტუტების ნდობა როდესაც გარდაიცვალა, ხელისუფლებამაც დაკარგა მართვის სადავეები, როდესაც ინსტიტუტების მიმართ ნდობა გარდაიცვალა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2012 წელს დაკარგა ხელისუფლება. ბოლო IRI-ის კვლევებს თუ კი ავიღებთ, ანალოგიური პარამეტრები პრაქტიკულად არის იდენტური და ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ თქვა, რომ მე სახელმწიფო ჩამოვშალე. 64% როდესაც მთავრობის საქმიანობას უარყოფითათ აფასებს ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი აღარ არსებობს.” – აცხადებს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.
NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.