ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გენერალური პროკორორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

“ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, თუმცა არ მგონია, რომ გუნდს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება იმიტომ, რომ ეს არის კაცი. თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი. როგორც ღირსეულს და თავისი საქმის პროფესიონალს, მე მას მხარს დავუჭერ“-, აცხადებს მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხადრ მკვლელობის საქმეზე „ყველაფერი გარკვეულია“ და კითხვის ნიშნებიც აღარ არსებობს.

„თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი არის დროებითი და თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, “, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე, კვლავ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინეს

იტვირთბა....