“წერილი ალბათ უკვე იწერება NDI-ს ძირგამომთხრელ მოღვაწეობაზე. მე ის მაინტერესებს, წერილის წამღები თუ დარჩა ვინმე ხელისუფლებაში?”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.
NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.