ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი “ჰიუმან რაითს ვოჩის” ანგარიშის ავტორებს მეტ პასუხისმგებლობას ურჩევს

“ჰიუმან რაითს ვოჩის” 2019 წლის ანგარიშისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ანგარიშში ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია.

დეპუტატი ანგარიშის ავტორებს მეტ პასუხისმგებლობას ურჩევს.

“ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიც. მაგალითად, თუ ერთ აბზაცში არის საუბარი იმაზე, რომ აქცია 20 ივნისს მშვიდობიანი იყო, მეორეს მხრივ წერია, რომ 90-ზე მეტი სამართალდამცავი იყო დაშავებული.

ვფიქრობ, მსგავსი ანგარიშების შემუშავების დროს, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ავტორებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს არ უნდა დაეყრდნონ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Human Rights Watch- მა გამოაქვეყნა უმწვავესი ანგარიში. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა.

იტვირთბა....