ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აღნიშნული ფაქტი პუტინის მხრიდან პიარ-სვლაა” – პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე

პოლიტოლოგი, მამუკა არეშიძე რუსეთის მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან პიარ-სვლაა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის გადადგომა მხოლოდ იმისთვის გადაწყვიტა, რომ სოციალური გაღიზიანება ჩაეხშო და ის სოციალური და ეკონომიკური უბედურება, რაც რუსეთს სჭირს, კონკრეტულ პირებს გადაბრალოს.

„რუსეთის მთავრობის გადადგომა იყო პროგნოზირებადი. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აქტივობა ჩვეულებრივ ადამიანს აფიქრებინებს, რომ რუსეთს იმდენი რესურსი აქვს, რომ მას თავისუფლად შეუძლია მასშტაბური სამხედრო სამუშაოები აწარმოოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული სოციალური პრობლემები და ეკონომიკის ზრდის უაღრესად დაბალი ტემპი.

იმ ფონზე, როდესაც აქვს უზარმაზარი შემოსავალი რუსეთს ენერგომატარებლების გაყიდვით, ეკონომიკის მდგომარეობა არის უაღრესად მძიმე. სოციალური უკმაყოფილების ხარისხი მატულობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკი გაზარდეს და პენსიები შეამცირეს, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა მთავრობის გადადგომა იმისთვის, რომ სოციალური გაღიზიანება ჩაეხშო და პიარის მეთოდოლოგია გამოიყენა, რომ თითქოს ახალი ძალის მოსვლით რეფორმების პროცესი დაეწყო და რომ მთელი ის უბედურება, რაც რუსეთს სჭირს, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, გადააბრალოს კონკრეტულ პირებს. ეს არის ჩვეულებრივი პიარ-სვლა“,- განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა ცოტა ხნის წინ გადადგა. პუტინმა მათ მადლობა გდაუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ერთად ყველაფერი მაინც ვერ გამოუვიდათ.

იტვირთბა....