ახალი ამბები განათლება მთავარი ციტატა

“განათლების ამ რეფორმას მხოლოდ ერთი პოლიტიკური და მტრული მიზანი აქვს – პროცესი და სტუდენტები კონტროლში მოაქციოს“ — დავით ზურაბიშვილი “მეტრონომთან”

„ამ რეფორმას მხოლოდ ერთი პოლიტიკური და მატერიალური მიზანი აქვს — პროცესი და სტუდენტები კონტროლში მოაქციოს,“ — ამის შესახებ “მეტრონომთან”  განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა განათლების ახალ რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, კერძო უნივერსიტეტებისთვის გრანტის შეწყვეტა ამ უნივერსიტეტების უფლებების შელახვად ითვლება.

„ხელისუფლებას წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორ უნდა განახორციელოს ეს რეფორმა. დიდი იმედი მაქვს, რომ ის საბოლოოდ არ განხორციელდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში განათლების დონე მკვეთრად გაუარესდება.

რაც შეეხება დაფინასების წესს, ის, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა მაგრამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში ეს ყველაზე უმნიშვნელო საკითხი გახდება.  მთელი სისტემა სტუდენტზე იყო მორგებული, ახლა კი ამ კომპონენტის, ცვლილება არარეალურად რთულ შედეგებს გამოიწვევს.

კერძო უნივერსიტეტებში ბევრი სტუდენტი გრანტით სწავლობდა, ამიტომ საკითხავია, ზღუდავს თუ არა ეს ცვლილება მათ უფლებებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უცხოელი სტუდენტების მიღებაც შეუზღუდეს საერთოდ არ უნდა ქნან? ეს ყოველივე მიუთითებს, რომ ხელისუფლება კერძო უნივერსიტეტებს მტრულად უყურებს.“ –  განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....