რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით მიდის. ამის შესახებ მას პუტინმა ფედერალური შეკრების შემდეგ მიაწოდა ინფორმაცია.
ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა მთავრობას ერთობლივი მუშაობისთვის, თუმცა იქვე აღნიშნა – “ყველაფერი მაინც არ გამოგვივიდა”. ამის შესახებ ინფორმაციას “რიანოვოსტი” ავრცელებს.
ასევე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდება მინისტრთა კაბინეტის თითოეულ წევრს. მანმადმდე კი მათ სთხოვა სრულად შეასრულონ თავიანთი უფლებამოსილება.