გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ბაკურიანში დააკავეს, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.
რობაქიძე ამჟამად “ლელოს” აქტივისტია, 2019 წელს იგი ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.
შეგახსენებთ, პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.
საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.