აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს.
ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციციმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.
შეგახსენებთ, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 12 იანვარს გადადგა.
აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.
პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა.