ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ე.წ. პრეზიდენტი ხაჯიმბა გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა TASS-ი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ ე.წ. პრემიერ მინისტრზე, სერგეი შამბაზე დაყრდნობით ავრცელებს.

TASS- ს ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. ვიცე პრეზიდენტიც უდასტურებს.

”იმისათვის, რომ სისხლი არ დაიღვაროს და სტაბილურობა შენარჩუნდეს, მან ხელი მოაწერა გადადგომის დოკუმენტს”, – განაცხადა ასლან ბარციცმა.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.

 

 

იტვირთბა....