„არც წინა და არც ახალი პროექტით, მშენებელი საერთოდ არ ეხებოდა „ანას ბაღს“. საუბარია „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა მისი გამოყენება საპარკინგედ, ჩვენ მას შემდეგ, რაც ინვესტორთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, ინვესტორი დათანხმდა, რომ “ანას ბაღს”, რომელიც არის 300 კვადრატულ ტერიტორიაზე, გადმოსცეს ის 200 კვადრატული ტერიტორია და ასევე, გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა , რომ კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“ თავიდან ბოლომდე და ხდება მისი არა დაზიანება, არამედ გადიდება და გალამაზება, ამიტომ სპეკულაციაა, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება, არის სრული სიცრუე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და წითელი ხაზები”
ილია ელოშვილი – თბილისის მერის მოადგილე
აღნიშნული განცხადება ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, ვარკეთილში, “ანას ბაღთან” მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
“ანას ბაღთან” მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.