ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანას ბაღთან” აქციაზე პროტესტის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე იმყოფება მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის, ,,ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბენაშვილი. აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გიორგი ბენაშვილის განცხადებას  გამოიწვია. მისი თქმით, აქციაზე ადგილობრივი მხოლოდ 15 ადამიანია და დანარჩენები “ნაციონალური მოძრაობის” აქტივს წარმოადგენენ.

გიორგი ბენაშვილს დაუპირისპირდა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, აქციის მონაწილეებმა კი მას სიტყვებით – ,,წადი’’ და ,,მონა’’ მიმართეს.

იტვირთბა....