“კახა კალაძე თვალთმაქცობს. მისი კორუფციული მასშტაბები გასცდა ყოველგვარ საზღვარს. მე მიჭირს, გავიხსენო მისი ანალოგი თუნდაც “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” პერიოდში… როგორც ჩანს, ძალიან გახსნილი აქვს მადა კორუფციული და ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს კახა კალაძემ “ანას ბაღთან” მიმართებაში”
ლაშა ჩხარტიშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” წევრი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. ადგილობრივების მოთხოვნაა, არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.
“ანას ბაღთან” მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.