“კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო დისტანცირებას ახდენს აფხაზეთისგან, ხოლო რუსეთი უშუალოდაა ჩართული. სწორედ ეს მაშფოთებს ყველაზე მეტად, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს არეგულირებს რუსეთი, ჩვენ კიდევ დოყლაპიებივით პირი დაგვიფჩენია“
პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდენე. მათ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეტა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
სოხუმში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმომსვლელთა რიცხვი დილიდან მატულობს.
კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამაც. მისი თქმით, მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისაკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.
ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.