ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) შტურმი სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან – აქციის მონაწილეები კარის შემტვრევას ცდილობდნენ

სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.

როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან  ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში, 8 სექტემბერს საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. საარჩვენო კომისიის მონაცემებით აჯიმბა იყო გამარჯვებული და ის ოპოზიციონერ კანდიდატს მხოლოდ 1%-ით ჯობნიდა.

იტვირთბა....