ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა

სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა – ამის შესახებ ინფორაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

„მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა“,-  აცხადებს ე.წ. შს მინისტრი რაულ სმირი.

მისივე განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის.

„ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა“,- აცხადებს სმირი.

შეგახსენებთ, რომ  სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.

როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან  ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.

იტვირთბა....